logo
ENG



ღარიბაშვილი: საპროცენტო სესხებზე პროცენტმა უნდა დაიწიოს

02 აგვ 202112:18
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: საპროცენტო სესხებზე პროცენტმა უნდა დაიწიოს

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საპროცენტო სესხებზე პროცენტმა უნდა დაიწიოს. 

მთავრობის სხდომაზე ის რამდენიმე კამპანიური ინიციატივით გამოვიდა, მათ შორის, ილაპარაკა წამლების ფასების რეგულირებაზე, რთველისა და შვილის გაჩენის შემთხვევაში იპოთეკური სესხების სუბსიდირებებზე

რაც შეეხება საბანკო სესხების პროცენტებს, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს საპენსიო სესხებს ეხება, რომელთან დაკავშირებითაც უწყებათაშორისი კომისიაც შეიქმნა. 

"2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, პენსიონერებისთვის საბანკო სესხების პროცენტი 100-120% იყო, ახლა 35%-ია, თუმცა, ეს არ არის საკმარისი და კიდევ უფრო უნდა დაიწყოს. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ". - თქვა მან.  


close დახურვა