საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მხარდაჭერის მიზნით უკრაინაში ჩასვლა არაფრისმომცემია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
მას შეახსენეს 2008 წლის აგვისტო ომი, როდესაც უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო თბილისში ჩამოფრინდა.
"უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის. ეს ერთი. თქვენ თუ გვინდა იმის დემონსტრირება, რომ მაშინ იყო ჩამოსული... სოლიდარობა და ჩვენ როგორც ქვეყანას შეუძლია გამოვხატეთ ისე როგორც მოგახსენეთ. კითხვაზე ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, თქვენ მოგეხსენებათ რომ დაკეტილია საჰაერო სივრცე. არა თუ მე, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერები ვერ ჩადიან უკრაინაში. პასუხი შესაბამისია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.