logo
ENG



ღარიბაშვილი: უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული წამლების გაყიდვა

22 ნოე 202111:28
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოს მთავრობა
ირაკლიიი ღარიბაშვილიი

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა, ვინაიდან, მისი თქმით, "ახალგაზრდები, სწავლის და მუშაობის ნაცვლად, ნარკომანიით არიან დაკავებული".

"ბოლო პერიოდში საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებელობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, სხვადასხვა საქმიანობით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებულები ამ მავნე ნივთიერებების მოხმარებით.

ამიტომ უნდა გამკაცრდეს, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც, ამის თაობაზე ჩვენ გვექნება დამატებით საუბარი მთავრობის სხდომაზე და მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 


close დახურვა