logo
ENG



ღარიბაშვილი: ფსიქოტროპული წამლის გამოწერა მხოლოდ ელექტრონულად იქნება შესაძლებელი

11 აპრ 202211:32
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: ფსიქოტროპული წამლის გამოწერა მხოლოდ ელექტრონულად იქნება შესაძლებელი

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტის გამოწერა მხოლოდ ელექტრონული სახით იქნება შესაძლებელი. 

პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის წესი და ცირკულაცია ამ უნდა გამკაცრდეს.

"ეს უკავშირდება ნარკომანიას, არაჯანსაღ ცხოვრების წესს და უამრავ სხვა უბედურებას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ჩვენს მომავალ თაობაზე აისახება". - თქვა მან მთავრობის სხდომაზე. 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეცეპტის ელექტრონულად გამოწერის პირობებში მნიშვნელოვნად შეიზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივად მოხმარება. 

"ფსიქოტროპული მედიკამენტები დაუშვებელია, გაიცემოდეს ექიმის დანიშნულების გარეშე. ნებისმიერი სამკურნალო საშუალება პაციენტმა უნდა მიიღოს ექიმის რჩევით. დაღუპვა ჰქვია, როცა ადამიანები თვითნებურად მოიხმარენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. ეს იწვევს სავალალო შედეგებს. 

საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე შეზღუდვა მოქმედებს, წამლების შეძენა ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის გარეშე არის აკრძალული, თუმცა, მატერიალური სახით რეცეპტით პროცესის გაკონტროლება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ელექტრონული რეცეპტების საშუალებით შესაძლებელი გახდება როგორც მედიკამენტების გამცემი, ისე რეცეპტის გამომწერი ექიმების ვინაობაც. ესეც ძალიან დაგვეხმარება ამ პროცესის მონიტორინგში. 

საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვის სრული სურათის გაციფრულება მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანიდან პაციენტზე გაცემამდე". - თქვა მან.  


close დახურვა