სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ჟურნალისტების ნაწილი უკვე პირდაპირ არის ჩაბმული პოლიტიკურ კამპანიაში და აქციებში, ეს რა თქმა უნდა, არ აისახება ჯანმრთელად და კარგად მედია გარემოზე. მაგრამ ეს მათი არჩევანია.
ჩვენ, მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ, ჟურნალისტებს გქონდეთ თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება. ამისთვის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა ყველა რეიტინგით არის ერთ-ერთი მოწინავე, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ვასწრებთ წინ და ჩვენთან მედიათავისუფლება არის აბსოლუტურად გარანტირებული.