logo
ENG



ღარიბაშვილი: შეგნებულად არ ვამბობდით სააკაშვილის ჩამოსვლაზე, ოპერატიული ტაქტიკა იყო

01 ოქტ 202122:58
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: შეგნებულად არ ვამბობდით სააკაშვილის ჩამოსვლაზე, ოპერატიული ტაქტიკა იყო
კადრი ვიდეოდან/იმედი

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე ინფორმაციას ფლობდნენ, თუმცა არ ადასტურებდნენ, რადგან "ოპერატიული ტაქტიკა" იყო. 

ღარიბაშვილის განცხადებით, სააკაშვილი მაშინ დააკავეს, როცა ის ბინაში მარტო იყო. 

"ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა იმის თაობაზე, რომ თითქოს ხელისუფლებამ არ იცოდა. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო ჩვენი გუნდის წევრებს, მათაც მოუწიათ საპირისპირო განცხადების გაკეთება. ჩვენ შეგნებულად არ ვამბობდით ამის თაობაზე, ეს იყო ჩვეულებრივად ოპერატიული ტაქტიკა, რომელიც საჭირო იყო ასეთი შედეგის დასაყენებლად", - თქვა ღარიბაშვილმა იმედის ეთერში. 

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. მოგვიანებით, სააკაშვილის ციხეში გადაყვანის კადრებიც გავრცელდა. 

როგორც ინფორმაცია ვრცელდება, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დღეს დააკავეს. 

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტია უკვე საქართველოში იმყოფება. 

მიხეილ სააკაშვილმა პირველ ოქტომბერს ვიდეო გაავრცელა, რომელიც ბათუმში იყო გადაღებული, რითაც განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. 

მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნების ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი რეალურად ქვეყანაში არ შემოსულა და გავრცელებული ვიდეოც ყალბი იყო. შსს-ში გამართულ ბრიფინგზე კი მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სააკაშვილს უკრაინაც არ დაუტოვებია. 


close დახურვა