პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდის ამოცანა კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარებაა.
ეს, მისი თქმით, გულისხმობს ცესკოს კომისიის წევრების, ასევე, კანდიდატების აცრას.
"ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება. ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული, მაღალი სტანდარტი ვაჩვენოთ: ერთი მხრივ, ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები, მეორე მხრივ, ეს უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნები.
ეს გულისხმობს იმას, რომ ცესკოს კომისიის ყველაზე წევრი უნდა იყოს ვაქცინირებული, აცრილი. ჩვენი კანდიდატები, ასევე, სხვა პარტიების კანდიდატებს მინდა ვთხოვო, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია". - თქვა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ცესკოს თანამშრომლებს აცრას უახლოეს მომავალში ოფიციალურად შესთავაზებენ.
მან კანდიდატებს და ამომრჩეველს ასევე მოუწოდა, შეხვედრების დროს პირბადე ატარონ.
თავად ირაკლი ღარიბაშვილი ფაიზერის ვაქცინით 8 აგვისტოს აიცრა.