logo
ENG



ღარიბაშვილი: ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით შევძლებთ დეოკუპაციას და საქართველოს გაერთიანებას

07 აგვ 202015:00
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით შევძლებთ დეოკუპაციას და საქართველოს გაერთიანებას

"მჯერა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დროებითია. ჩვენი პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ დეოკუპაციას და საქართველოს გაერთიანებას", - აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე გააკეთა.

ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ საქართველოს ჯარისკაცებმა უთანასწორო ბრძოლაში ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება მსხვერპლის ფასად შეძლეს.

"დღეს 12 წელი სრულდება რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან, რომელსაც ჩვენი მშვიდობიანი თანამოქალაქეების, ჯარისკაცების და პოლიციელების სიცოცხლე შეეწირა. პატივს მივაგებ და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე.

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა, უთანასწორო ბრძოლაში, გმირობისა და მსხვერპლის ფასად, შეძლეს ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება", - წერს ღარიბაშვილი Facebook გვერდზე.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი.150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია. 


close დახურვა