logo
ENG



ღარიბაშვილი:ვაგრძელებთ წინსვლას ევროატლანტიკურ ოჯახში

26 მაი 202012:24
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო ევროატლანტიკური გზით სვლას აგრძელებს. ღარიბაშვილმა ამ ბრძოლაში ქართული ჯარის დამსახურებასაც გაუსვა ხაზი.

"ქვეყნის გასაძლიერებლად, ჩვენს ერთიანობასთან ერთად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას - ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ნატოს მხარდაჭერასა და თანადგომას. ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციის მიმართულებით.

"ჩვენი საამაყო სამხედროები, რომლებიც სხვადასხვა საერთაშრისო მისიაში იბრძვიან, არიან ამ ბრძოლის წინა ხაზზე და მათი სამაგალითო თავდადება ჩვენს ქვეყანას საუკეთესოდ წამროაჩენს. მინდა მათ განსაკუთრებით მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.


close დახურვა