logo
ENG



ღარიბაშვილი 12 მაისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

11 მაი 202114:48
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი 12 მაისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა
საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 12 მაისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სომხეთის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილს სომხეთის მოქმედი პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რომლის შემდეგ გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი მიმართვა პრესისადმი.

მათი ინფორმაციით, ღარიბაშვილთან ერთად ერევანში მიემგზავრება ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

ღარიბაშვილი მანამდე, 5 მაისს აზერბაიჯანში იმყოფებოდა.


close დახურვა