logo
ENG



ღარიბაშვილი ავღანეთში ქართველ სამხედროებს შეხვდა

05 ნოე 201912:04
3 წუთის საკითხავი
 
vmbxqjgnjmu5o7k.png

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილი გერმანულ ბაზა მარმალზე,  „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ჩრდილოეთ მიმართულების სარდალს შეხვდა. მხარეებმა ავღანეთში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და სტაბილურობის გაძლიერებაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილზე ისაუბრეს. ღარიბაშვილმა ასევე სიტყვით მიმართლა ავღანეღში ქართველ სამხედროებს და მათ მადლობა გადაუხადა.

„სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ ჩვენი ქვეყანა არის დაფასებული საერთაშორისო არენაზე, სწორედ თქვენი დამსახურება არის ის, რომ ჩვენს ქვეყანას ასეთი აღიარება აქვს მთელ მსოფლიოში, ეს არის თქვენი გმირობის და თავგანწირვის შედეგი“-განაცხდა თავდაცვის მინისტრმა.

სტუმრობის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 


close დახურვა