logo
ENG



ღარიბაშვილი აქციაზე: დაახლოებით 150000 ადამიანი გამოვიდა გუშინ

28 ოქტ 202114:33
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, გუშინ, თავისუფლების მოედანზე ქართული ოცნების მიერ გამართულ აქციაზე დაახლოებით 150 000 ადამიანი მივიდა. ღარიბაშვილმა ეს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა და აღნიშნა, რომ "მთელმა მსოფლიომ ნახა ჩვენი ხალხის ძალა".

"დაახლოებით 150 000 ადამიანი გამოვიდა გუშინ. რაც არ უნდა ტყუილები ილაპარაკოთ, მთელმა მსოფლიომ ნახა გუშინ ჩვენი ხალხის ძალა. ასე, რომ მოგიწევთ ყველას, დაემორჩილოთ ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებას", - თქვა ღარიბაშვილმა.

მმართველმა პარტიამ აქცია 27 ოქტომბერს გამართა. ერთსაათიან ღონისძიებაზე შეკრებილებს პრემიერმინისტრმა და პარტიის ლიდერებმა მიმართეს.

ფორმულას ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ მოქალაქეებს აქციაზე მისვლისთვის 40-50 ლარი გადაუხადა. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მასშტაბური აქცია ნაციონალურმა მოძრაობამ გამართა. სხვადასხვა უცხოური მედიის ინფორმაციით, აქციაზე დაახლოებით 50-70 000-მდე მოქალაქე იყო მისული. მიუხედავად ამისა, მმართველი პარტიის წევრები ამტკიცებდნენ, რომ აქციაში მაქსიმუმ 15 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.


close დახურვა