logo
ENG


ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე: თუ ვინმეს კიევში მოგზაურობა უნდა, ჩვენ არავის ვზღუდავთ
  • 717ნახვები

მე არ მომისმენია პირადად ქალბატონი პრეზიდენტის განცხადება, მაგრამ თქვენი კითხვის შინაარსიდან შემიძლია ერთი რამ გიპასუხოთ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მე ვახსენე, რომ ჩვენ არაერთ რეზოლუციას შევუერთდით, 400-ზე მეტ რეზოლუციას, განაცხადს. ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი არის სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ნიუ-იორკში, მან მონაწილეობა მიიღო გაეროს ასამბლეაში, გამოვიდა სიტყვით ჩვენი ქვეყნის სახელით, წარადგინა ჩვენი პოზიცია, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატა სოლიდარობა, მხარდაჭერა და პატივისცემა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამაზე მეტი თუ ვინმეს რაიმეს გაკეთების სურვილი აქვს, გნებავთ მოგზაურობა კიევში, ყველა ადამიანი არის თავისუფალი და ჩვენ არავის ვზღუდავთ

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კიევში მიწვევა ვერ მიიღო, პარლამენტმა მიიღო, მაგრამ დელეგაცია არ გაგზავნა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა