ტოტალურ მოსმენებზე დასმულ კითხვაზე მოთმინება ღალატობს პრემიერს. ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო კამპანიის პარალელურად დღეს მთელი დღე იმუქრებოდა. "ნულოვანი კომპრომისი - არჩევნები დამთავრდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი". - ამბობს ღარიბაშვილი და მალევე სიძულვილის ენით მოიხსენიებს მედიამენეჯერებს, მათ შორის ფორმულას მფლობელს.
ქართული ოცნების ტონი რეპრესიების დეკლარირებულ გამოცხადებად აღიქმება. ხელისუფლება განსაკუთრებით იმაზეა გაღიზიანებული, რომ მხილებულ იქნა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხში - ეკლესიის დამცველის მითი მთლიანად დაიმსხვრა. სუსი მასობრივად უსმენდა სწორედ სასულიერო პირებს.