logo
ENG



ღარიბაშვილი ფორმულას და მთავარ არხს: პუტინისტები ხართ თქვენ

08 აგვ 202012:16
3 წუთის საკითხავი
clock 1920

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს "პუტინისტები" უწოდა. 

მინისტრი ჟურნალისტებს იმ კითხვამ გააღიზიანა, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებში ვლადიმერ პუტინის არხსენებას ეხება. 

მოგვიანებით ღარიბაშვილმა დააკონკრეტა, რომ მან პუტინისტები ტელეკომპანია "ფორმულასა" და "მთავარ არხს" უწოდა. 

"რუსული ოკუპაცია განაპირობა თქვენმა ბელადმა...სააკაშვილმა და თქვენი ტელევიზიის დამფინანსებელმა კეზერაშვილმა, რომელმაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები მიატოვა ომში. ჟურნალისტებს არ ვუწოდებ [პუტინისტებს], მე ვუწოდე "მთავარ არხს" და "ფორმულას" და ნაცმოძრაობას. თქვენ განაპირობეთ პუტინის შემოსვლა საქართველოში", - უთხრა თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს. 

დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტო მიიჩნევა, ხელისუფლების წარმომადგენლები გმირების სასაფლაოებზე დღეს, 8 აგვისტოს მივიდნენ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, რუსულ ნარატივად მიიჩნევა. 


close დახურვა