logo
ENG



ღარიბაშვილი ჩანაწერებზე: ვერ დავიჯერებ, რომ ევტუშენკოვი აქეთ ურეკავს ფორმულას

27 აპრ 202215:43
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის დაუჯერებელია, რომ რუსი სანქცირებული ოლიგარქი, ვლადიმერ ევტუშენკოვი ფორმულას ჟურნალისტს ესაუბრა.

ღარიბაშვილის თქმით, ეს შეიძლება "რაღაც ზღაპარში ეწეროს".

"მსგავსი შინაარსის ჩანაწერებზე მე არ გავაკეთებ კომენტარს, არ მაინტერესებს საერთოდ. მე საერთოდ ვერ დავიჯერებ იმას, რომ თქვენს მიერ ხსენებული რუსი ბიზნესმენი აქეთ ურეკავს ფორმულას ჟურნალისტს, ეს წარმოუდგენელია, შეიძლება რაღაც ზღაპარაში ეწეროს," - თქვა მან.

25 აპრილს გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ​სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ევტუშენკოვთან დაკავშირებას ფორმულას ჟურნალისტი და წამყვანი ელისო ჯარიაშვილი ცდილობდა. მოგვიანებით მას ტელეფონზე ოლიგარქის ნომრიდან შემოსული ზარი დახვდა, რის შემდეგაც ხელახლა დაურეკა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. 


close დახურვა