რა გახდა ღარიბაშვილსა და კორონასთან ბრძოლაში მუშკეტერებად წოდებული ექიმების დაპირისპირების მიზეზი. ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაცია დადასტურდა, ჯანდაცვის ახალი მინისტრი, თენგიზ ცერცვაძეს შეხვდება, რაც შესაძლოა, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის გადადგომით დასრულდეს. უკვე მოხსნეს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი. ყველაფერი კი კლინიკებზე შეტევით დაიწყო, თავდაცვიდან ჯანდაცვაში გადაყვანილი ღარიბაშვილის კადრი, აზარაშვილი, კოვიდის მართვის პროცესში სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან დარღვევებზე ალაპარაკდა, ფორმულას ინფორმაციით, ღარიბაშვილის გუნდის ინტერესი კლინიკების მოგებიდან წილის ხელში ჩაგდება და მეორე მხრივ, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრზე შეტევაა.
ღარიბაშვილის გარემოცვა კლინიკების წინააღმდეგ
04 მაი 202220:11
3 წუთის საკითხავი