logo
ENG



ღარიბაშვილის მტკიცებით, საქართველოში განსხვავებული აზრის დისკრიმინაცია არ ხდება

07 ივლ 202117:20
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილის მტკიცებით, საქართველოში განსხვავებული აზრის დისკრიმინაცია არ ხდება


პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოში აზრის დისკრიმინაცია არ ახდება. ამის შესახებ მან ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, 2014 წელს ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს, ხოლო ტრადიციების გათვალისწინებით კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიცია დაამატეს.

 "მაგრამ დღეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება დისკრიმინაცია განსხვავებული აზრის, განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანების. ყველა ადამიანი არის დაცული კანონის მიერ, კონსტიტუციის ქვეშ და ეს ასეც იქნება. ამის გარანტიას იძლევა ჩვენი კონსტიტუცია და კანონი. ჩვენ, როგორც მთავრობა ამ კანონს, რა თქმა უნდა, აღვასრულებთ. ასე, რომ კიდევ ერთხელ მინდა თქვენთვის განვმარტო და მოსახლეობისთვის, რომ ცალკეული პროვოკაციული შემთხვევების განზოგადება არასწორია. ეს, რა თქმა უნდა, არ შედის ჩვენს ინტერესებში. ცხოვრება გრძელდება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებს პარლამენტის წინ და ასე იქნება მუდმივად", - თქვა ღარიბაშვილმა.

5 ივლისს, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნია "ღირსების მარშის გამართვა და მარში "რევანშისტულ, რადიკალურ" პოლიტიკურ ძალებს დაუკავშირა.

ღირსების მარშის ჩატარების დღეს რუსთაველის გამზირზე ძალადობა ორგანიზებულად მიმდინარეობდა. 

პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც იქ თითქოს 18:00 საათზე დანიშნული ღირსების მარშის ჩასაშლელად მივიდნენ, დილიდან შეიკრიბნენ. 

რამდენიმე წუთში აიღეს პარლამენტის წინ განლაგებული ოპოზიციური კარვები, მიიჭრნენ მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან, პარალელურად კი ჟურნალისტების მიზანმიმართული დევნა და მათზე ძალადობა დაიწყო. დაამტვრიეს მედიების ტექნიკა და ჟურნალისტების პირადი ნივთები. 

შსს-ს ინფორმაციით, გუშინდელ ძალადობრივ და ჰომოფობიურ აქციაზე ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 მედიის წარმომადგენელი იყო.


close დახურვა