სანქციების მოახლოების შიშით ბიძინა ივანიშვილმა პარტია და მთავრობა საკუთარი ინტერესების დასაცავად ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაიყვანა. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ სწორედ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს ეკუთვნის შინაარსი იმ წერილისა, რომლითაც ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ივანიშვილი ხელისუფლებას არ მართავს. 5-გვერდიანი ტექსტი ივანიშვილის ხოტბას ემსახურება, მეორე მხრივ კი ღარიბაშვილმა ფაქტობრივად სრული სიზუსტით აღწერა ის, რასაც დეოლიგარქიზაციის კონტექსტში ყველაზე პრობლემურად აღიქვამენ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ.
ღარიბაშვილის წერილი ივანიშვილის დასაცავად
12 ივლ 202219:57
3 წუთის საკითხავი