logo
ENG



ღარიბაშვილმა ბიბლიური თავისუფლების საკითხი დახურულად გამოაცხადა

12 დეკ 202220:17
3 წუთის საკითხავი
 

საპატრიარქოსთან გავლილია - ამ სიტყვებით, ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე ირაკლი ღარიბაშვილმა ბიბლიური თავისუფლების საკითხი დახურულად გამოაცხადა. უცნობია, კონკრეტულად როგორ, მაგრამ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში ახალგაზრდებს გირჩის პროექტი ვეღარ დაეხმარება. პარტიის გაყოფის შემდეგ ბიბლიური თავისუფლება ზურაბ ჯაფარიძეს არ დარჩენია, თავის დროზე იდეა ვახტანგ მეგრელიშვილს ეკუთვნის, მაგრამ მთავრობის სხდომიდან ღარიბაშვილი თავს სწორედ ჯაფარიძეს დაესხა. 

 


close დახურვა