ხელისუფლებისგან დამოუკიდებელმა ფორმულამ პრემიერს დღესაც დისკომფორტი შეუქმნა - ცხადია კრიტიკული კითხვებით. ღარიბაშვილს ჩვენმა ჟურნალისტმა 17-ჯერ ჰკითხა და პასუხი ვერ მიიღო კითხვაზე, რატომ არ შემოუშვეს საქართველოდან ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი. გორდონის დეპორტაციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ღარიბაშვილს მედიაზე თავდასხმა შეუძლია, უფრო გულახდილია ქართული ოცნების თავმჯდომარე, გავრილოვის მასპინძელმა კობახიძემ ფაქტობრივად აღიარა, რომ მეგობარი უკრაინიდან მედია პოლიტიკური ნიშნით დაბლოკეს.
ღარიბაშვილმა გორდონზე 17-ჯერ დასმული კითხვა მაინც უპასუხოდ დატოვა
28 ოქტ 202120:05
3 წუთის საკითხავი