41 წლის პრემიერმინისტრი ისევ მამის კმაყოფაზე ცხოვრობს, ყოველ შემთხვევაში ამას ამბობს მის მიერ შევსებული დეკლარაცია. უკვე სამი წელია , ირაკლი ღარიბაშვილს მამა სოლიდურ თანხას ჩუქნის, ამჯერად ტარიელ ღარიბაშვილმა შვილს იმაზე მეტი აჩუქა, ვიდრე წინა წლების დოკუმენტებში ჩანს. 2022 წელს პრემიერმა მამისგან საჩუქრად 180 ათასი ლარი მიიღო. ამ დეკლარაციაში ვერ მოხვდა სკანდალური ჩარტერის ხარჯები, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით მდიდარმა, პენსიონერმა-ბიზნესმენმა მამამ დაუფარა, თუმცა დეკლარაციაში ამ ხარჯის ასახვის ვალდებულება ჯერჯერობით არ აქვს. პრემიერის ყოველწლიური სახელფასო შემოსავალი წლიურად 41 ათასი ლარია. ის ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით 6-სულიანი ოჯახის ერთადერთი დასაქმებული წევრია და შესაბამისად ერთადერთი მარჩენალიც. თუმცა 2022 წელს ღარიბაშვილებმა დეკლარირებული ხარჯებით სამჯერ მეტი დახარჯეს, ვიდრე პრემიერის წლიური შემოსავალია. ამ დახარჯულ ფულში არ ითვლება, ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ხარჯი, ითვლება მხოლოდ შვილების სწავლის, მოგზაურობისა და სასესხო გადასახადები. შემოსავლისა და ხარჯების დისბალანსს - მდიდარი ოჯახის შვილი - სწორედ მამის ყოველწლიური საჩუქრებით აბალანსებს.
ღარიბი ქვეყნის მდიდარი პრემიერი - შაბათის ფორმულა
04 ნოე 202320:40
3 წუთის საკითხავი