logo
ENG



ღარიბი ქვეყნის მდიდარი პრემიერი - შაბათის ფორმულა

16 სექ 202320:02
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ ღარიბაშვილის სკანდალური ჩარტერი და მილიონერი მამა - მას შემდეგ რაც, შვილს სამთავრობო თვითმფრინავი ერთი ზარით უქირავა, ტარიელ ღარიბაშვილი ჟურნალისტებისთვის გადამალეს. შაბათის ფორმულამ პრემიერის მამას, მშობლიურ დედოფლისწყაროში ჩააკითხა, თუმცა, ადგილზე ტარიელ ღარიბაშვილის ნაცვლად, ვოლიერში გამომწყვდეული ფარშევანგები, ხოხბები და კაკბები დაგვხვდნენ. ტარიელ ღარიბაშვილთან ჩვენ, იმის გარკვევა გვინდოდა, როგორ შეძლო ერთ რეისში 34 000 ევროს გადახდა, მაშინ როცა თვითონ პენსიონერია და ღვინის კომპანიაში 50%-იან წილს ფლობს.  ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ტარიელ ღარიბაშვილი შვილს სოლიდურ თანხას ჩუქნის - გასულ წელს, სწორედ შაბათის ფორმულამ აღმოაჩინა სოლიდური საჩუქარი, პრემიერის დეკლარაციაში, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პენსიონერი მშობლებისგან ჯამში 300 000 ლარი მიიღო. არადა, დედოფლისწყაროში ყველას კარგად ახსოვს ღარიბაშვილების ოჯახის წარსული და მათი შესაძლებლობებიც. ახსოვთ ისიც, რომ სტუდენტ ირაკლი ღარიბაშვილს საფრანგეთში სწავლის გასაგრძელებლად ფული ახლობლებმა შეუგროვეს. საეჭვოდ ემთხვევა რომ ტარიელ ღარიბაშვილმა ქონების დაგროვება 2014 წლიდან დაიწყო,  იმ დროიდან, როცა მისმა შვილმა უმაღლესი თანამდებობა დაიკავა.


close დახურვა