logo
ENG



ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა 13 ივლისიდან მოიხსნება

09 ივლ 202011:09
3 წუთის საკითხავი
 
o5r3vw08lrb1msf.jpg

13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ასევე ნებადართული იქნება ღონისძიებები, რომელსაც სხვადასხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ ღია ცის ქვეშ ტარდება.

„მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ახლა, როდესაც შიდა ტურიზმი უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე, ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ტარდება ღია ცის ქვეშ, ასევე ნებადართული იქნება. ბოლო პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან გამოფენების ჩასატარებლად და რა თქმა უნდა ჩვენ ოთხფეხა მეგობრებსაც უნდა მივეხმაროთ იმაში, რომ მათ მივცეთ შესაძლებლობა, ნორმალურად ჩაატარონ ეს გამოფენები“, - განაცხადა გახარიამ.


close დახურვა