ღირსეული ადამიანის ღირსეული გადაწყვეტილება, - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ზარდიაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას.
„პატივს ვცემ ასეთ გადაწყვეტილებას, ეს არის ვანო ზარდიაშვილის არჩევანი,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით, განაცხადი შემდეგ კვირას დარეგისტრირდება და პარლამენტი იმსჯელებს. რაც შეეხება მის ადგილმონაცვლეს, სიაში 50-ე არის ირაკლი ზარქუა, რომელიც ამჟამად საკრებულოს დეპუტატია. დატოვებს თუ არა ის დეპუტატობის მანდატს და გადაინაცვლებს თუ არა საკანონმდებლო ორგანოში, მომავალ კვირას გაირკვევა.
ავტორი: მარტა ქურაზბედიანი