„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენ ხოშტარიამ საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტზე განთავსებული აბრა მოხსნა. ამის შემდეგ დეპუტატმა პროტესტის ნიშნად აბრას დააწერა : „ღორი“ და „ნაძირალა“.
„ტყემალაძისგან პასუხი ვერ მივიღეთ როდის გააგდებენ კუხიანიძეს! ამიტომ მოვაძრე და დავაწერე რაც ეკუთვნის“, - წერს დეპუტატი Facebook-ზე.
საუბარია საკრებულოს, „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატზე, რომელმაც Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებულ ექიმს შეურაცხყოფა მიაყენა. კუხიანიძემ ექიმი პროვოკაციაშია დაადანაშაულა და მის ოჯახს აგინა. აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. დღეს საკრებულოსთან სამოქალაქო მოძრაობა, სხვა აქტივისტებთან ერთად აქციას მართავს. ისინი კუხიანიძის გადადგომას ითხოვენ.