ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური აქებს ირაკლი ღარიბაშვილს უნგრეთში კონსერვატიულ კონფერენციაზე გამოსვლის გამო და მას "ღირსეულ პრემიერს" უწოდებს.
"ეს იყო ძალიან ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრემიერმინისტრის გამოსვლა, რომელიც ფიქრობს საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ ხალხზე. დიახ, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ჰქვია საქართველო, ვართ ამაყი , ვაჟკაცი, ღირსეული ხალხი, რომელიც ამოყოფს თავისი წარსული და ფიქრობს თავის აწმყოზე. პრემიერის გამოსვლაში ვხედავთ, რომ ის რაც ნამდვილად, თუ შეიძლება ითქვას, საქართველოს ბოლო ათწლეულების განმავლობაში რაიმე აკლდა, დღეს დავინახეთ, რომ საქართველო და ხელისუფლება დგას ქართველ ხალხთან, საკუთარ ქვეყანასთან ერთად. დღეს ამ გზავნილებით და ამ განცხადებაში ვნახეთ, რომ ჩვენ ვცემთ ჩვენს წარსულს დიდ პატივს. საქართველო არის ტოლერანტობის სანიმუშო მაგალითი, სადაც მართლაც არის ტოლერანტობის კლასიკური გაგებით სანიმუშო ადგილია, ჩვენი კულტურა, ჩვენი წარსული არის მართლაც საამაყო", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
დღეს, 4 მაისს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა ტრადიციულ ღირებულებებზე, "ოჯახის სიწმინდეზე" და მისი გამოსვლა შეიცავდა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ გზავნილებს.