logo
ENG



პროპაგანდა და ჰომოფობიის ნიშნები - უნგრეთში ღარიბაშვილის გამოსვლის მთავარი აქცენტები

04 მაი 202313:04
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა ტრადიციულ ღირებულებებზე, "ოჯახის სიწმინდეზე" და მისი გამოსვლა შეიცავდა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ გზავნილებს.

მან თავის გამოსვლაში ახსენა "ლგბტ პროპაგანდა" და განაცხადა, რომ "ასეთი ე.წ. სიახლეების იძულებით ადამიანი საკუთარ ფესვებს წყდება."

  • "როგორ ცდილობენ ძალები, რომლებიც თავისუფლებას, სიმართლეს უპირისპირდებიან საკუთარი მიზნების მიღწევად, სწორედ ტრადიციული ოჯახური ფასეულობების ნგრევითა და ყალბი თავისუფლების თავს მოხვევით. მაგალითად ლგბტ პროპაგანდითა და არასრულწლოვანი ბავშვების მიერ მშობლების გვერდის ავლით სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით, ასეთი ე.წ. სიახლეების იძულებით, რომლებიც ადამიანს საკუთარ ფესვებს, ოჯახს, საკუთარ ტრადიციებს, კულტურას, ისტორიას მოწყვეტს. ასეთი ადამიანის მართვა ვინც დაივიწყა საკუთარი ისტორია, რწმენა, უფესვო ადამიანის მართვა ადვილია."

ღარიბაშვილმა თქმით, მთავრობა იცავს უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვისაც "ოჯახი - ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა - ქალია, მამა კი - კაცი. "

  • "ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი თითოეული მოქალაქის უფლებებს და ამას საქმით ვამტკიცებთ. 2014 წელს, ერთი მხრივ, ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, მაგრამ ასევე, საკუთარი მოქალაქეების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობით, ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც განუხრელად იცავს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი - ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა - ქალია, მამა კი - კაცი. იმ ადამიანების, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის უფლებებს, ვინც მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას, რომლის შედეგადაც ჩვენმა პარტიამ მოგვიანებით კონსტიტუციაში შეიტანა ქორწინების, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობის დეფინიცია."

პრემიერმინისტრის განცხადებით, მხარს არ დაუჭერენ "უმცირესობის მცდელობას, აგრესიული პროპაგანდით შეცვალოს ფასეულობები".

  • "ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ტრადიციულ, კონსერვატიულ, ოჯახურ ღირებულებს იზიარებს. ეს ფასეულობები მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობა არ არის, იგი ცოცხალი დღევანდელობაა, გარემო, რომელშიც ჩვენ გავიზარდეთ და გვსურს, ჩვენი შვილები აღვზარდოთ. მე ოთხი შვილის მამა გახლავართ და ქართველი მშობლების უდიდეს უმრავლესობასთან ერთად, მსურს ჩვენი მომავალი თაობები ქრისტიანობაზე დაფუძნებულ უნიკალურ ღირებულებზე აღიზარდონ; ისე, როგორც ჩვენ აღგვზარდეს ჩვენმა მშობლებმა. ამიტომ, ჩვენ დავიცავთ ყველას უფლებებს, მაგრამ როგორც არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას - უმრავლესობაზე. მხარს არ დავუჭერთ უმცირესობის მცდელობას, აგრესიული პროპაგანდით შეცვალოს ფასეულობები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ღმერთის მიერ დადგენილად მიაჩნია, რომელსაც ქართველის იდენტობა, თვითმყოფადობა, მთელი ჩვენი ისტორია ეფუძნება."

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა:

  • ღარიბაშვილი: შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა, იესო ამბობს - ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი
  • ღარიბაშვილი: ბრძენი, ავტორიტეტული ილია II-ის პოსტულატებშია - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი
  • ღარიბაშვილი: სიმართლეს დაპირისპირებული ძალები მიზნების მიღწევას ლგბტ პროპაგანდით ცდილობენ

close დახურვა