logo
ENG



ღუდუშაური: პრეზიდენტი იმდენადაა შეშინებული, რომ სასამართლოზე მისვლას ვერ ბედავს

03 ოქტ 202313:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/03/ist7308hidctn7q.png

რატომ არ ისმევა მარტივი კითხვა იმასთან დაკავშირებით, სად არის ქალბატონი პრეზიდენტი? რატომ არ არის იმ სასამართლო სხდომის დარბაზში, სადაც ისმის კითხვა, რა მიზანს ემსახურებოდა მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა. მისულიყო სხდომაზე და აეხსნა სასამართლოსთვის, ქართველი ხალხისთვის, რატომ არღვევდა კონსტიტუციას მიზანმიმართულად.

მაგრამ ბუნებრივია, რომ დიდ უხერხულობაში ჩავარდებოდა. დარწმუნებული ვარ ეს ის შემთხვევა იქნებოდა, რომ სადაც გინდა გათხარო ყველგან შეგიძლია გათხარო, ეს ამას იქ ვერ გათხრიდა და, ნამდვილად, კონსტიტუცია ამის საშუალებას არ მისცემს და არ მისცემს ქართული მართლმსაჯულება. [...]

დღეს ვხედავთ აბსოლუტურად სასოწარკვეთილ მცდელობას, რომ აქაც, პოლიტიკურ ვიწრო ჭრილში გადაიტანონ ეს ყველაფერი. მე მოვუწოდებ აქედან... თუმცა დარწმუნებული ვარ რომ ჩემი ძალისხმევა შედეგს ვერ გამოიღებს, ქალბატონი პრეზიდენტი, ალბათ, იმდენად არის, რბილად რომ ვთქვათ, შეშინებული რომ ის ვერ ბედავს მივიდეს და ღიად სასამართლო სხდომაზე, რომელიც ჩვენი ძალისხმევით გაიხსნა და მადლობა ღმერთს, რომ ქართველ ხალხს აქვს დასკვნების გამოტანის საშუალება.


close დახურვა