logo
ENG



ღუდუშაური ევროპარლამენტარებს: მეგობრებო, არ ვართ იმ რეალობაში, ვინმემ თავში წამოგვარტყას

14 სექ 202200:27
3 წუთის საკითხავი
clock 593
ღუდუშაური ევროპარლამენტარებს: მეგობრებო, არ ვართ იმ რეალობაში, ვინმემ თავში წამოგვარტყას

ვიოლა ფონ კრამონის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომელი დემოკრატიული ქვეყნის იმიჯში ჯდება ან რომელი სამართლებრივი ნორმით რეგულირდება? უცხო ქვეყნის მოქალაქეა, პირდაპირ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში. ჩარევაა ის, როდესაც იძახის "მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ თურმე ხელისუფლება მიიტაცა". ქართველმა ხალხმა მიიტაცა ხელისუფლება? თურმე ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნიდან უნდა წავიდეს, იმიტომ რომ ფონ კრამონს არ მოსწონს. როდესაც ამბობს, რომ ჩვენს მიერ მიღებული კანონი არ მოსწონს და აქვე დასაბუთება არ მოაქვს, ჩვენთვის ეს არის მიუღებელი.

ევროპარლამენტარების, მათ შორის კრამონის განცხადება, ირაკლი კობახიძესთან მიმართებაში, ასევე კუბილიუსის განცხადებები... მეგობრებო, ჩვენ არ ვართ იმ რეალობაში, როდესაც ვინმემ თავში წამოგვარტყას, ქართველი ხალხის ნებას არ სცეს პატივი და ასე აბუჩად აიგდოს ქვეყნის ინტერესები. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენს ირაკლი კობახიძე, მოსწონს თუ არა კუბილიუსს ან სხვას, ეს არის მეათე ხარისხოვანი. მათ გამონათქვამებზე ჩვენ გვექნება რეაქცია და ამას უნდა შეეგუონ


close დახურვა