logo
ENG



ღუდუშაურის თქმით, დემოკრატიის მაჩვენებლის გაუარესება კოვიდპანდემიასთან არის დაკავშირებული

21 აპრ 202213:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/21/hqkci5eote769i0.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებლის გაუარესებას კოვიდპანდემიას უკავშირებს. მისი თქმით, ცივილიზებული სამყარო თანხმდება, რომ "დემოკრატიის მცირედით გაუარესება გამოწვეულია კოვიდპანდემიით".

"ზოგადად დემოკრატიის ინდექსში გარკვეული მაჩვენებლების რამდენიმე საფეხურით გნებავთ ერთი საფეხურით დაწევა დიდად სურათს არ ცვლის. მეტსაც გეტყვით, საქართველო შეიძლება ერთი საფეხურით არის "დაწეული", მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიული ქვეყნები არიან, მოწინავე ქვეყნები არიან და რამდენიმე საფეხურით არის მათთან დემოკრატიის ინდექსის დაწევა. ეს განპირობებულია დიდწილად კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, მთელი რიგი შეზღუდვები რომელი დააწესეს სახელმწიფოებმა, დიახ, ეს იყო ადამიანი ზოგიერთი უფლების შეზღუდვა", - ამბობს ღუდუშაური.

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესებულია. რეიტინგის თანახმად, დემოკრატიის მაჩვენებელი 3,18-დან 3.07-მდე შემცირდა.

Freedom House-ის ანგარიშში Nations in Transit 2022 შეფასებულია რეგიონებში დემოკრატიის მდგომარეობა. რეიტინგი გასული წლის მოვლენების გათვალისწინებითა და შვიდი ინდიკატორის მიხედვით შედგა: ეროვნულ-დემოკრატიული მმართველობა, საარჩევნო პროცესი, მედიის დამოუკიდებლობა, ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა, სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებლობა, კორუფცია, სამოქალაქო საზოგადოება.


close დახურვა