logo
ENG



ყაველაშვილი: მივმართავ კვარაცხელიას - უნდა გაემიჯნო ამ ნაძირალებს!

17 აპრ 202414:52
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/17/98bcxy54cig0vqe.jpg

ფეხბურთელებმა რა დაწერეს - "არა რუსულ კანონს"-ო არ დაუწერიათ. მერე ჩვენ რას ვიძახით - არ ვიძახით, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია? შეიძლება გულშემატკივრობენ [აქციის მონაწილეებს], რა მოხდა მერე. აქციაზე ქართველი ბავშვები და ადამიანები არ დგანან? როგორც ქართული ოცნების ახალგაზრდა მხარდამჭერები არიან ფეხბურთის გულშემატკივრები - ისე ისინიც არიან ფეხბურთელების გულშემატკივრები არიან.

რა გინდა რომ მითხრა - ხვიჩა კვარაცხელია მაგათ [აქციის მონაწილეებს] უჭერს მხარს? ეს არის მაგათი ხერხი? - რომ გამოვიდნენ და იყენებენ ამას [ფეხბურთელების პოსტებს]. ჩემს ხელში გაზრდილები არიან. მივმართავ ხვიჩა კვარაცხელიას, იცის ჩემი აზრი, შენ ამ გულწრფელ სიტყვას, როცა იძახი, რომ ევროპაში მინდაო, ეს ნაძირალები გამოიყენებენ მეთქი. [კვარაცხელია] უნდა გაემიჯნოს, რომ მისი აზრი მათ არ გამოიყენონ.


close დახურვა