logo
ENG



ყაველაშვილი: მოქალაქეებისთვის მაჟორიტარული სისტემა უფრო მარტივადაა აღსაქმელი

06 დეკ 201912:48
3 წუთის საკითხავი
 
gev09rtfyx01asz.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ განვითარებულ ქვეყნებში პროპორციული საარჩევნო სისტემა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.

როგორც ყაველაშვილმა განაცხადა, 11 დეპუტატს, რომელთაც მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივა წარადგინეს, მალე სხვა მაჟორიტარებიც დაემატებიან.

„მას (ივანიშვილს) ჰქონდა მყარი არგუმენტები, რომ პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს არჩევნები 2024 წელს. ჩემთვის პირადად ეს სისტემა, რომელზეც არის ორპალატიანი ამერიკულს დავარქმევ, ჩემთვის კიდევ უფრო გამყარდა აზრი, რომ ეს სისტემა უფრო მარტივი აღსაქმელია მოქალაქეებისთვის. სისტემა გარანტიას იძლევა, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა. ასევე შემიძლია საპირისპირო ვილაპარაკო პროპორციულ სისტემაზე. განვითარებულ ქვეყნებზე ვისზეც გეზი გვაქვს, იქ  ინსტიტუტები ძლიერია და იქაც პრობლემაა, რომ მთავრობა ვერ იქმნება, ტარდება რიგგარეშე არჩევნები და კოალიციები ვერ იქმნება. ის რეალობა, რომელიც გვაქვს რომ ჩვენთან პარტიული ინსტიტუტების სუსტია, ამდენი პარტიაა და მოქალაქეებისთვის უმეტესობა უცნობია.

"პოლიტიკურ სივრცეში დაახლოებით 3 პარტია ვართ. თითქოს კონსოლიდაციაა პარტიებს შორის და საუბრობენ, რომ ხელისუფლება პროპორციულს დაგვპირდა. ჩატარდა არჩევნები პროპორციულით და რას ვიღებთ? როგორ წარმოგიდგენიათ პარტიებს, რომელთაც მწირი რესურსი აქვთ და მათი შემოსვლა ძალიან ძნელი იქნება, შეძლებენ ეს პარტიები კონსოლიდაციას და მთავრობის ჩამოყალიბებას დღევანდელ რეალობაში? იდეოლოგიურად განსხვავებული პარტიები შეძლებენ მთავრობის ჩამოყალიბებას? ესპანეთში პრობლემაა, ისრაელში პრობლემაა. 11 დეპუტატი ვართ, ვინც შემოვიტანეთ ინიციატივა და დარწმუნებული ვართ 25-30-ი მხარდამჭერი გვეყოლება. ჩვენი მოქალაქეებისთვის მარტივად აღსაქმელია მაჟორიტარული სისტემა. სტრატეგიულ პარტნიორებს სურთ, რომ კონსოლიდაცია მოხდეს პოლიტიკურ წრეებში, ეს არის მათი მთავარი მიზანი. პარტიაში შიდა დემოკრატია გვაქვს და გვინდა გადავარწმუნოთ სხვები“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 4 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა. ჯგუფის მიზანი 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებაა. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება და ხუნდაძის ინიციატივა ინიციატივად დარჩება.

ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ ხუნდაძეს ივანიშვილმა მორიგი დავალება მისცა და შესაძლოა, 2024 წელს არჩევნები სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს.

 


close დახურვა