ყაზახეთის მასშტაბით ინტერნეტი გათიშეს - ეს კი საგრძნობლად გაართულებს მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქებას. არის თუ არა პოსტსაბჭოთა ქვეყანა, არაფორმალური მმართველით, რევოლუციის ზღვარზე? მოსახლეობის მძლავრი პროტესტი საწვავის გაძვირებით დაიწყო, მაგრამ მალევე პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა. ქალაქებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, პოლიციამ ღამით მომიტინგეები დაარბია, გადადგა მთავრობა, მაგრამ პროტესტი არ გაჩერებულა. ცოტა ხნის წინ ჩამოაგდეს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი. მოქმედმა პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს.
ყაზახეთი რევოლუციის ზღვარზე
05 იან 202220:39
3 წუთის საკითხავი