ყაზახეთში არეულობების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 225-მდე გაიზარდა, ინფორმაციას Reuters ყაზახეთის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყაზახეთის პროკურატურის განცხადებით, გასულ კვირას არეულობების შედეგად 225 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 19 შეიარაღებული ძალებიდან.
ყახაზეთში 2 იანვარს საწვავის გაძვირების გამო დაწყებული პროტესტი მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, რასაც მთავრობის გადადგომა მოჰყვა.
აქციები სწორედ 2 იანვარს, მანგისტაუს რეგიონში დაიწყო, 4 იანვრისთვის კი ქვეყნის თითქმის ყველა დიდი ქალაქი მოიცვა.
პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოყაევმა საგანგებო მდგომარეობა ჯერ ცალკეულ რეგიონებსა და ქალაქებში, შემდეგ კი მთელ ქვეყანაში გამოაცხადა. გაითიშა ინტერნეტი.
პრეზიდენტმა ხელისუფლება დაადანაშაულა "საპროტესტო სიტუაციის დაშვებაში" და გაათავისუფლა.
5 იანვარს შეტაკებები დაიწყო ალმათსა და ყაზახეთის ზოგიერთ სხვა ქალაქში. მომიტინგეებმა დაარბიეს და დაწვეს რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა.
თავის მხრივ, პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა დემოსტრანტებისთვის ცეცხლის გაუფრთხილებლად გახსნის ნებართვა გასცა.
ასევე, ტოყაევმა დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას მიმართა, რომელშიც ამ დროისთვის რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი არიან გაწევრიანებულები. ყაზახეთში "სიტუაციის დასტაბილურების მიზნით" ჩავიდა რამდენიმე ათასი რუსი სამხედრო.
7 იანვარს ტოყაევმა გამოაცხადა წესრიგის აღდგენის შესახებ განაცხადა. ყაზახეთის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების წახალისებაში უცხო ქვეყნის წარმომადგენლები დაადანაშაულა.
11 იანვარს ყაზახეთში ახალი მთავრობა დაამტკიცეს, 14 იანვარს კი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სამხედროებმა ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს.