თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ავტოავარია მოხდა.
ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთერთს ცეცხლი გაუჩნდა.
მომხდარის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟებია მობილიზებული.
როგორც ფორმულას შსს-ს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა).