თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე (N28) სასურსათო მაღაზია გაძარცვეს.
არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან ალკოჰოლური სასმელებია წაღებული.
როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით 1 პირია დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.
