logo
ENG



ყაზბეგის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

21 მაი 202010:43
3 წუთის საკითხავი
 

პოლიციამ ყაზბეგის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 მაისს, თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე, ყოფილი კინოთეატრის შენობაში, თავის ნაცნობს - 1966 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ბ.ჭ. ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ყაზბეგის ქუჩაზე მკვლელობა 9 მაისს მოხდა. 


close დახურვა