ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე 3 პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019 წლის აპრილის თვეში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ურთიერთშორის განახორციელეს 40 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საქონლის მიწოდების ფიქტიური ოპერაციები, რითაც შექმნეს დაახლოებით 6 200 000 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით.