logo
ENG



ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს

02 სექ 202010:16
3 წუთის საკითხავი
 
iital58qxflzzto.jpg

ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, დაამზადეს და გაასაღეს 995 000 ლარის ღირებულების მომსახურების ფიქტიურად გაწევის ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რის სანაცვლოდაც მოითხოვეს საგადასახადო დოკუმენტში დაფიქსირებული თანხის 30% - 298 500 ლარი. ბრალდებულები დაკავებულნი იქნენ მოთხოვნილი თანხის ნაწილის 30 000 ლარის აღების ფაქტზე", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.


close დახურვა