ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა თბილისში ყალბი 50-დოლარიანი კუპიურები გაასაღა. საერთო ჯამში, 16 ათას 550 ამერიკული დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურაა ამოღებული. დაკავებულს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.