logo
ENG



ყარაჯალის მოსახლეობას კორონავირუსის შესახებ აზერბაიჯანულენოვანი მასალები დაურიგდება

27 მარ 202011:16
3 წუთის საკითხავი
 

ყარაჯალის მოსახლეობას კორონავირუსის შესახებ აზერბაიჯანულენოვანი მასალები დაურიგდება. 5000-ზე მეტი პოსტერი და ფლაერი გუშინ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა კახეთში, სოფელ ყარაჯალაში ჩაიტანა.

ლია გიგაურის თქმით, ახალი მასალების ბეჭდვის და გავრცელების პროცესი აქტიურ და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა მოსახლეობა ახალი ვირუსის შესახებ ინფორმირებული იყოს. 

"სოფელ ყარაჯალაში 5 ათასზე მეტი სხვადასხვა ფლაერი და მიგვაქვს თითოეულ ოჯახში. ყველა სოფლისთვის დიდი რაოდენობით იბეჭდება საინფორმაციო ფლაერები, რათა მოქალაქეებმა გაითვალისწინონ ის წესები რომლებიც უნდა დაიცვან, სწორედ ამ პერიოდში როდესაც ქვეყანაში გვაქვს საგანგებო მდგომარეობა", - აღნიშნა გიგაურმა.


close დახურვა