logo
ENG



ყელში ამოგვივა და პასუხს მოვთხოვთ მაგათ - ეპისკოპოსი იაკობი მედიას ისევ ემუქრება

12 სექ 202019:03
3 წუთის საკითხავი
 
ყელში ამოგვივა და პასუხს მოვთხოვთ მაგათ - ეპისკოპოსი იაკობი მედიას ისევ ემუქრება

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებს კვლავ ემუქრება.

მისი თქმით, უკვე დიდი ხანია ტელევიზიები ეკლესიას უტევენ და ამისთვის მათ ხელმძღავნელებს "პასუხი უნდა მოეთხოვოთ". ეპისკოპოსმა კრიტიკულ მედიებს მტრები უწოდა. 

"რამდენი ხანია, ეკლესიაზე მიდის შეტევა. ისევ პრესით, ტელევიზიებით. მე ამას ჟურნალისტებს არ ვაბრალებ. წინა ქადაგებაშიც ვთქვი, ეს არის ტელევიზიის მეპატრონეები, ვინც არიან, რა შეკვეთასაც მისცემენ, ჟურნალისტი იმას გააკეთებს. რომელ თავისუფალ ტელევიზიაზე, პრესაზე ან ჟურნალისტზეა ლაპარაკი. ისინი დიქტორები არიან, რაღაცას შეუკვეთავენ, დაუწერენ და აკეთებენ.

რამდენი წელია ეკლესიაზე მიდის ბრძოლა, თქვენც უნდა რაღაცნაირად წინ აღუდგეთ, უცხოეთში კარგად ხედავთ, რომ რაღაც იყო, შარლი ებდოს ამბავი გახსოვთ და შეუვარდნენ და რა სასტიკად გაუსწორდნენ. ჩვენ ხომ მასე არა ვართ? მართლმადიდებელი ქრისტიანები და რადგან მასეთები არა ვართ და მოწყალებას ვიჩენთ ამ ჩვენი მაგინებლების მიმართ...

რომელ კრიტიკაზე დამიწყეს ლაპარაკი? კრიტიკა კი არა, ეკლესიის მტრები არიან ჩვეულებრივი, კარგად იცოდნენ, რა. მტრები არიან და ეს უნდა უთხრან. მე წინაზეც მოვუწოდე ჩვენს მეუფეებს, რომ ამოიღონ ხმა. მათ გადახედონ, რომელი ტელევიზიებიც გვიტევენ ეკლესიას, კარგად გადახედონ ხელმძღვანელები ვინ არიან და იმ ხელმძღვანელებმაც იცოდნენ - ყელში ამოგვივა და პასუხს მოვთხოვთ მაგათ. იმიტომ, რომ მოსათხოვი აქვთ პასუხი და მოეთხოვებათ კიდევაც. თუ არ უნდათ, რომ ლაჩრულად და სამარცხვინოდ დაამთავრონ თავიანი საქმეები, ჯობია მიხედონ თავიანთ საქმეებს", - ამბობს სასულიერო პირი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბოდბელი ეპისკოპოსი, იაკობი კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებს დაემუქრა. მეუფე იაკობმა 6 სექტემბერს განაცხადა, რომ ეკლესიაზე შეხებას "არავის აპატიებს".


close დახურვა