ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში შუახნის კაცი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მისივე ნაკვეთში მეზობელმა ნახა და პოლიციას შეატყობინა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.