logo
ENG



ყველა პოლიტპატიმარი გამოვა ციხიდან - გრიგოლ ვაშაძე

08 მარ 202016:06
3 წუთის საკითხავი
 
gq6qo8g8rlychd7.jpg

„ყველა პოლიტპატიმარი გამოვა ციხიდან",  - ეს განცხადება გააკეთა გრიგოლ ვაშაძემ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, ეს არის შეთანხმების ნაწილი და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნაც შეწყდება.

„საუბარია იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდება 120-30 პრინციპით, ოლქების შედგენისას გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიიის და საკონსტიტუციო სასამართლოს რეკომენდაციები. ყველა პოლიტპატიმარი გამოვა ციხიდან და პოლიტიკური ნიშნით დევნის ყველა საქმე შეწყდება. იქნება ეს მელიას საქმე, გვარამიას საქმე, ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ საქმე და ა.შ. ეს ყველაფერი არის შეთანხმების ნაწილი", - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის არჩევნები 120-30 პროპორციით ჩატარდება.


close დახურვა