სოსო გოგაშვილი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილეა, სოციალურ ქსელში მუქარის შემცველ პოსტს აქვეყნებს.
„დედას შეგაგინებენ - გაატარეო…
ოჯახს შეგიგინებენ - გაატარეო…
რწმენას შეგიგინებენ - გაატარეო…
პატრიარქს შეგიგინებენ - გაატარეო…
…ისა და… ეროვნება ხომ არ შევიცვალოთ და დავირქვათ, მაგალითად გამტარნი — გამტარლანდიიდან? ღირსებას ვკარგავთ, ღირსებას!
გავატარო კი არა, ყველას სათითაოდ აგყრით თქვე … ნეტავ არ ვიცოდე მაინც ზეპირად ვინ ვინ ხართ…“ - წერს სოსო გოგაშვილი.