logo
ENG



ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვრის ადვოკატი: არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა

29 აპრ 202012:07
3 წუთის საკითხავი
 

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვრის ადვოკატებს საქმის მასალები გადაეცათ. უფლებადამცველები ამბოებენ, რომ ამ მასალებით სასულიერო პირის ბრალეულობა არ იკვეთება. წინამძღვარი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატები შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვაზნების ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.

მათი თქმით, სასულიერო პირისთვის ბრალის წაყენება ერთი მოწმის საფუძველზე მოხდა, რომელსაც ბრალდებული მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი. საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს არის დანიშნული

"მას არანაირი შეხება არ აქვს დანაშაულთან და ისიც უარყოფს კონფლიქტს მასსა და მამა საბას შორის. მამა საბამაც ტელევიზიის საშუალებით განმარტა, რომ მათ შორის არაფერი არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. ჩხრეკა ჩატარდა და არაფერი ამოღებული არ არის. ექსპერტიზის პასუხებს რაც შეეხება, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ორი მასწრა და ველოდებით პასუხებს. ჯერჯერობით დადგენელია თუ არსებობს მოსწრებს რაიმე კვალი ვინმე პიროვნებისა",- აცხადებს ბექა ნემსიწვერიძე.

აღსანიშნავია, რომ სასულიერო პირებს შორის მომხდარ კრიმინალურ გარჩევაზე გორის რაიონულ სასამართლოში დღეს იმსჯელებენ.  

შეგახსენებთ რომ დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის 27 აპრილს მოხდა,. პროკურატურის ინფორმაციით, წინამძღვარმა დავით აქიაშვილმა არქიმანდრიტ საბა ჟღენტის მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა. არქიმანდტრიტმა შემთხვევის ადგილიდან გარიდება შეძლო.

 


close დახურვა