logo
ENG



ყირგიზეთის პრეზიდენტი გადადგა

15 ოქტ 202013:03
3 წუთის საკითხავი
 
g37joj01ibw8foo.jpg

საპროტესტო აქციების შემდეგ, ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ყირგიზეთის პრეზიდენტი სორონბაი ჟეენბეკოვი თანამდებობიდან გადადგა.

ჟეენბეკოვის თქმით, მისთვის უპირველესია სიმშვიდე ქვეყანაში და საზოგადოების ერთიანობა. სწორედ ამიტომ, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

"სამწუხაროდ, აგრესია არ ცხრება, ჩემი დაუყოვნებლივი გადადგომის მოთხოვნა გრძელდება. ჩემთვის არაფერია ძვირფასი, ვიდრე თითოეული ჩემი თანამემამულის ცხოვრება. არ მინდა ყირგიზეთის ისტორიაში დავრჩე პრეზიდენტად, რომელმაც სისხლი დაღვარა და ესროლა საკუთარ მოქალაქეებს. ამიტომ, გადადგომა გადავწყვიტე", - აცხადებს ჟეენბეკოვი.

ყირგიზეთში 5 ოქტომბრიდან მოსახლეობამ საპროტესტო აქციები დაიწყო. ისინი 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდნენ.

სამართალდამცველებმა მომიტინგეები ძალის გამოყენებითა და ცრემლმდენი გაზით დაშალეს. 

 


close დახურვა