ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების დიაგნოზით 65 წლის კაცი გარდაიცვალა. ის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოლავერში ცხოვრობდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება დაგვიანებულმა მკურნალობამ გამოიწვია. როგორც ცნობილია, იმის გამო, რომ კაცს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა, ყირიმ-კონგოზე ეჭვი ვერ მიიტანეს. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ის თბილისში გადაიყვანეს, თუმცა ვერ გადაარჩინეს.