logo
ENG



ყირიმი, სამართლებრივი გარანტიები - პოდოლიაკი სტამბულის მოლაპარაკებებს აჯამებს

30 მარ 202218:34
3 წუთის საკითხავი
 
ყირიმი, სამართლებრივი გარანტიები - პოდოლიაკი სტამბულის მოლაპარაკებებს აჯამებს
ПРЕЗИДЕНТ УКРАЇНИ

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი საუბრობს იმ საკითხებზე, რაც მისი თქმით, გუშინ თურქეთში რუსეთთან მოლაპარაკებებისას განიხილეს.

პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის მოთხოვნაა, მიიღოს სამართლებრივი გარანტიები უსაფრთხოების ახალი მოდელის შესახებ, რომელიც NATO-ს მე-5 (კოლექტიური თავდაცვის შესახებ) მუხლის ანალოგიური იქნება.

პოდოლიაკი ასევე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების განრიგს ყირიმის საკითხიც დაემატა.

"სტამბულის შეჯამება: სამართლებრივი გარანტიები, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების ახალ კონტურებს ქმნის (NATO-ს მე-5 მუხლის ანალოგიური). ყირიმის საკითხი მოლაპარაკებების განრიგში ბრუნდება. დასტური უკრაინის სახელმწიფოებრიობის სიცოცხლისუნარიანობაზე. უსაფრთხოების გლობალური პრინციპებისა და ინსტიტუციების როლის გადახედვა იწყება“ - წერს მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე.


close დახურვა